ფედერიკო დიმარკო იმ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში შეხვედრით გახარებულები იყვნენ.
„გადავწყვიტე აქ მოსვლა და ამ პრესკონფერენციაზე საუბარი, რადგან მსურდა გამესვა ხაზი, რომ ღრმა პატივს ვცემ ნებისმიერ კლუბსა და ნებისმიერ ეროვნულ ნაკრებს.
მე და ჩემი რამდენიმე თანაგუნდელი უბრალოდ ინსტინქტურად მოვიქეცით, შედეგი ისე აღვნიშნეთ, როგორც მეგობრებს შორის ხდება ხოლმე. ცოტა ხნის შემდეგ ედინ ჯეკოსთან მიმოწერაც მქონდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთად გვითამაშია და დასვენებაზეც კი შევხვედრივართ. მე მას მივულოცე, მანაც იგივე გააკეთა და მითხრა, რომ საუკეთესო გუნდმა უნდა გაიმარჯვოს.
ვიდეო გადაღებულია გარემოში, სადაც ოჯახის წევრები და ბავშვებიც იყვნენ და მიმაჩნია, რომ მისი გავრცელება გარკვეულწილად უპატივცემულობაა. წავიკითხე, რომ ჩვენ ქედმაღლებად დაგვახასიათეს… ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასე ვიყოთ, როცა უკვე 12 წელია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავსულვართ.“ - განაცხადა იტალიელმა მცველმა.
მუნდიალის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი ბოსნიელებსა და იტალიელებს შორის 31 მარტს გაიმართება.