იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამარჯვება (2:0) შეაფასა.
„სკუადრა აძურა“ ფინალში ბოსნია და ჰერცოგოვინას სტუმრად, 31 მარტს შეხვდება.
„მარტივი სულაც არ ყოფილა. მათ ვერტიკალური გადაცემებით გაგვაკვირვეს კიდეც, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. ლოკატელი ზედმეტად ღრმად მოქმედებდა, თამაშს ისე ვერ ვავითარებდით, როგორც ვემზადებოდით, თუმცა საბოლოოდ კარგად გავართვით თავი და ეს დასაფასებელია.
ზედმეტად ნელა ვმოქმედებდით, თუმცა შესვენების შემდეგ ბურთი უფრო სწრაფად ავამოძრავეთ და ახლა ფინალი გველის. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, ამიტომ ახლა მაქსიმალურად უნდა აღვიდგინოთ ენერგია.
კიდევ ერთხელ მადლობა ბერგამოელ გულშემატკივრებს. სტვენა თითქმის არ გამიგონია და შესვენებაზე გასახდელში ტაშის ფონზე გავედით. მადლობა ბერგამოს მცხოვრებლებს, ახლა ფინალში ერთად მივდივართ.“