VIDEO: ერთი ნაბიჯი ნანატრ მუნდიალამდე — იტალია პლეიოფის ფინალშია!
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა.
ბერგამოში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი სკუადრა აძურამ მეორე ნახევარში გაიტანა — ანგარიში სანდრო ტონალიმ გახსნა, საბოლოო წერტილი კი მოიზე კინმა დასვა.
ამ გამარჯვებით იტალია პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც უელსისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას შორის გამარჯვებულს, სტუმრად 31 მარტს დაუპირისპირდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ბედიც სწორედ იქ გადაწყდება.