იტალიის ნაკრების შემტევმა, ფედერიკო კიეზამ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეროვნული გუნდის ბაზა დატოვა.
ლივერპულის ფეხბურთელის ნაცვლად, ნაკრებში ბოლონიას წევრი, ნიკოლო კამბიაგი გამოიძახეს.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრ ნახევარფინალურ პლეი-ოფის მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
ამ წყვილში გამარჯვებული ფინალურ შეხვედრას უელსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის მოგებულთან გამართავს.