იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის მისია კვირას კოვერჩიანოში შეკრებით დაიწყება.
26 მარტს, ბერგამოს სტადიონზე იტალიელები ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ პლეი-ოფის ნახევარფინალს გამართავენ. წარმატების შემთხვევაში, იტალია მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 31 მარტს, უელსისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მატჩის გამარჯვებულთან გასვლაზე გაითამაშებს.
პლეი-ოფის ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები (იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია / უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა) კი 31 მარტს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ 28 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორისაა კალიარის 2005 წელს დაბადებული მცველი მარკო პალესტრა, რომელიც პირველად მოხვდა ეროვნულ ნაკრებში.
2021 წლის ევროპის ჩემპიონი ფედერიკო კიეზა, რომელიც ევრო 2024-ის შემდეგ ნაკრებში არ ყოფილა, ლურჯ ფორმას კვლავ მოირგებს.
მეკარეები: ელია კაპრილე (კალიარი), მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), ალექს მერეტი (ნაპოლი);
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი), ანდრეა კამბიასო (იუვენტუსი), დიეგო კოპოლა (პარიზი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), მარკო პალესტრა (კალიარი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (ნაპოლი);
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ნიკოლო პიზილი (რომა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი);
თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (ლივერპული), ფრანჩესკო პიო ესპოსიტო (ინტერი), მოიზე კინი (ფიორენტინა), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ატალანტა), მატეო რეტეგი (ალ-ქადსია), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა).