ნეიმარი, სავარაუდოდ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
ამის მიზეზად ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) ხელმძღვანელობასთან არსებული კონფლიქტი სახელდება.
CNN Brasil-ის ინფორმაციით, CBF-ში მიიჩნევენ, რომ ნეიმარი თავისი ქცევითა და საჯარო განცხადებებით ცდილობს გულშემატკივრები კონფედერაციისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ განაწყოს.
ურთიერთობების დაძაბვას ხელი შეუწყო სანტოსისა და მირასოლის მატჩის (2:2) ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ: ანჩელოტი თამაშს ნეიმარის ფორმის შესაფასებლად დაესწრო, თუმცა ფორვარდი მოედანზე არ გამოსულა და სტადიონზეც კი არ გამოჩენილა.
გარდა ამისა, კონფედერაციაში ეჭვი ეპარებათ, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის სანტოსის ფორვარდის ნაკრების საბოლოო განაცხადში მოხვედრის შანსი „პრაქტიკულად ნულის ტოლია“ — ფეხბურთელს სიტუაციის გამოსასწორებლად მხოლოდ რამდენიმე მატჩი დარჩა.