• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჟორჟინიო ჩაპელ როანის წინააღმდეგ: ინციდენტი სასტუმროში
ფეხბურთიფეხბურთი

ჟორჟინიო ჩაპელ როანის წინააღმდეგ: ინციდენტი სასტუმროში

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფლამენგოს ნახევარმცველმა ჟორჟინიომ სოციალური ქსელები გამოიყენა იმ უსიამოვნო ინციდენტის გასასაჯაროებლად, რომელიც მის ოჯახს სან-პაულოში, ფესტივალ Lollapalooza-ს მიმდინარეობისას შეემთხვა.


ფეხბურთელმა ამხილა მომღერალ ჩაპელ როანი და მისი დაცვის წევრები, რომლებმაც მისი 11 წლის ქალიშვილი დააშინეს.

როგორც ირკვევა, ჟორჟინიოს მეუღლე და შვილი იმავე სასტუმროში იმყოფებოდნენ, სადაც ამერიკელი არტისტი. ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი დეტალურად აღწერა.


„დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ძალიან სამწუხარო შემთხვევა გადამხდა. ჩემი მეუღლე და შვილი სან-პაულუში არიან. დილით ჩემმა შვილმა აღტაცებულმა გაიღვიძა, რადგან იმ არტისტის ნახვის შანსი ჰქონდა, რომელიც ძალიან უყვარს, ჩაპელ როანის. შემთხვევით ისინი ერთსა და იმავე სასტუმროში აღმოჩნდნენ.

საუზმის დროს მომღერალმა ჩემი ოჯახის მაგიდას ჩაუარა. ჩემმა შვილმა, როგორც ნებისმიერმა ბავშვმა, ის იცნო, გაუხარდა და უბრალოდ სურდა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ჩაპელი იყო. მასთან არც კი მისულა, უბრალოდ გვერდით ჩაუარა, შეხედა, გაუღიმა და დედასთან მაგიდასთან დაბრუნდა. არაფერი უთქვამს და არაფერი უთხოვია.

ამის შემდეგ კი სრულიად არაადეკვატური რამ მოხდა. მომღერლის დაცვის წევრი ჩვენს მაგიდასთან მივიდა და ჩემს მეუღლესა და შვილს აგრესიულად დაუწყო ლაპარაკი. ეუბნებოდა, რომ ბავშვს სხვების შევიწროების უფლება არ უნდა მისცეს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგიდასთან ჩავლა და შეხედვა როდიდან ითვლება შევიწროებად. დაცვა სასტუმროს ადმინისტრაციაში ჩივილითაც დაემუქრა, რის გამოც ჩემი 11 წლის შვილი ატირდა და ძალიან შეშინდა.

წლებია ფეხბურთში ვარ, ცნობილ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა და კარგად ვიცი, რა არის ზღვარი და პატივისცემა. იქ კი სულ სხვა რამ მოხდა. ჩაპელ როან, შენ შენი ფანების გარეშე არავინ ხარ, გულშემატკივრებს კი ვეტყვი, რომ ის თქვენს სიყვარულს არ იმსახურებს“.


ვინ არის ჩაპელ როანი?


ჩაპელ როანი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც ალტერნატიული პოპის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. ბოლო პერიოდში მისი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა და ის სხვადასხვა პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების ხშირი სტუმარია. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფანები მისი მხრიდან აგრესიასა და უხეშობაზე საუბრობენ.


რა მდგომარეობაშია თავად ჟორჟინიო?


პირადი პრობლემების მიუხედავად, ჟორჟინიო ფლამენგოს მომავალ მატჩებზეა კონცენტრირებული. ის უკვე მოხვდა კორინთიანსის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის განაცხადში. მატჩი ამ კვირას, თბილისის დროით გვიან ღამით გაიმართება და ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება იქნება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბრაზილია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნეიმარი: ,,ჩემი ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი: ,,ჩემი ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაფუ: „არასწორია ის, რაც ბრაზილიელებმა ნეიმარს ბოლო 15 წელიწადში გავუკეთეთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაფუ: „არასწორია ის, რაც ბრაზილიელებმა ნეიმარს ბოლო 15 წელიწადში გავუკეთეთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი: „ვინისიუსს მნიშვნელოვანი მატჩი არასოდეს ჩაუგდია, მას ტოპ მუნდიალი ექნება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი: „ვინისიუსს მნიშვნელოვანი მატჩი არასოდეს ჩაუგდია, მას ტოპ მუნდიალი ექნება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 მარ, 2026

ნეიმარი: ,,ჩემი ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია"

News image

20 მარ, 2026

კაფუ: „არასწორია ის, რაც ბრაზილიელებმა ნეიმარს ბოლო 15 წელიწადში გავუკეთეთ"

News image

23 სთ წინ

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?

News image

17 მარ, 2026

ანჩელოტი: „ვინისიუსს მნიშვნელოვანი მატჩი არასოდეს ჩაუგდია, მას ტოპ მუნდიალი ექნება"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება