კილიან მბაპემ ტრავმა არსენალთან საპასუხო მატჩში (1:2) მიიღო.
ფრანგმა დაზიანების გამო ბილბაოსთან მატჩი გამოტოვა (დისკვალიფიკაციის გამო ისედაც ვერ ითამაშებდა) და სავარაუდოდ, ვერც ხეტაფესთან ხვალინდელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა კარლო ანჩელოტიმ.
„მბაპე და მენდი? ვფიქრობ, ისინი ხვალ ხეტაფესთან სათამაშოდ მზად არ იქნებიან, თუმცა თასის ფინალში ორივეს ველოდები მოედანზე." - აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.
კოპა დელ რეის ფინალი ბარსელონასა და რეალს შორის 26 აპრილს გაიმართება.