• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი ფეხბურთს უბრუნდება
ფეხბურთიფეხბურთი

იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი ფეხბურთს უბრუნდება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებიდან შვიდი წლის შემდეგ, ანტონიო ვალენსია დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა და 40 წლის ასაკში ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.


ვალენსიას წითელი ეშმაკების რიგებში ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ჰქონდა. მან კლუბში 339 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და გუნდს 9 ტიტულის,მათ შორის ორჯერ პრემიერ ლიგის, მოპოვებაში დაეხმარა. ჟოზე მოურინიომ ის 2018/19 წლების სეზონში კაპიტნად დანიშნა, რომელიც მისი ბოლო სეზონი აღმოჩნდა კლუბში. ორი წლის შემდეგ, ეკვადორულ კიტოსა და მექსიკურ კერეტაროში თამაშის შემდეგ, მან კარიერა დაასრულა.

ცოტა ხნის წინ ვალენსიამ მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდების მატჩში მიიღო მონაწილეობა საუთჰემპტონის ლეგენდების წინააღმდეგ (5:3). ამ შეხვედრიდან სულ რაღაც ერთ კვირაში კი უითენშო ფეხბურთის კლუბმა გამოაცხადა, რომ ვალენსია მათ ვეტერანთა გუნდში ითამაშებს. კლუბმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:


„სიამაყით მივესალმებით პრემიერ ლიგის გამარჯვებულ ანტონიო ვალენსიას უითენშოს ვეტერანებში. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა. ტიტულების მფლობელი. ახლა ჩვენს გერბს ატარებს. კეთილი იყოს შენი მობრძანება კლუბში, ანტონიო!“


ვალენსია არ არის ერთადერთი ცნობილი სახე, რომელიც უითენშოს ვეტერანებში თამაშობს. გუნდის დაცვას ჯოლეონ ლესკოტი ხელმძღვანელობს, რომელსაც მანჩესტერ სიტიში პრემიერ ლიგა ორჯერ აქვს მოგებული.

კლუბში ასევე ირიცხებიან ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ემილ ჰესკი, ასევე ლესტერ სიტის გმირები - დენი დრინკუოტერი და მარკ ოლბრაიტონი. ვალენსიასთან ერთად ითამაშებს მისი ყოფილი თანაგუნდელი დარენ გიბსონიც. სხვა ცნობილ მოთამაშეებს შორის არიან სტივენ აირლენდი, ნედუმონუოჰა, მეინორ ფიგეროა და ჯორჯ ბოიდი.

გასაკვირი არ არის, რომ ასეთი შემადგენლობით უითენშოს ვეტერანებს წელს დიდი წარმატება აქვთ. მათ ვეტერანთა ლიგაში შვიდივე მატჩი მოიგეს, სადაც 62 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 8 გაუშვეს. გუნდმა უკვე მოიგო ორი თასი - ლანკაშირისა და მანჩესტერის ვეტერანთა თასები, ორივე მათგანი ფინალებში გამანადგურებელი ანგარიშებით (8:2 და 9:2).

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გიგზი იდეალურ მწვრთნელსა და სიტისთან დაწევაზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გიგზი იდეალურ მწვრთნელსა და სიტისთან დაწევაზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისური კლუბები ჩუამენით ინტერესდებიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისური კლუბები ჩუამენით ინტერესდებიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ შეცვლის ბრუნოს მანჩესტერ იუნაიტედში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ შეცვლის ბრუნოს მანჩესტერ იუნაიტედში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისურმა კლუბმა დე ძერბის უარი განუცხადა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისურმა კლუბმა დე ძერბის უარი განუცხადა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 აპრ, 2026

გიგზი იდეალურ მწვრთნელსა და სიტისთან დაწევაზე საუბრობს

News image

04 აპრ, 2026

ინგლისური კლუბები ჩუამენით ინტერესდებიან

News image

4 სთ წინ

ვინ შეცვლის ბრუნოს მანჩესტერ იუნაიტედში?

News image

04 აპრ, 2026

ინგლისურმა კლუბმა დე ძერბის უარი განუცხადა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება