იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კოსიცკემ გერმანულ Sky-სთან კომენტარი გააკეთა.
"იურგენი ძალიან ბედნიერია თავისი ახალი როლით რედ ბულში."
ბოლო დღეებში გერმანელი სპეციალისტი მადრიდის რეალსა და ბრაზილიის ნაკრებს დაუკავშირეს, თუმცა როგორც ჩანს, კლოპს სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნების სურვილი არ აქვს.
იურგენმა ლივერპული წინა სეზონის ბოლოს დატოვა და მუშაობა რედ ბულის საფეხბურთო გლობალური დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაიწყო.
რაც შეეხება რეალს, Sky-ს ცნობით მადრიდელთა ტოპ სამიზნედ კარლო ანჩელოტის შესაცვლელად ჩაბი ალონსო რჩება.
BREAKING: ანჩელოტი სეზონს რეალში არ დაამთავრებს