მანჩესტერ სიტისთან ათწლიანი წარმატებული თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, 32 წლის ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა ევროპული გრანდების დიდი ყურადღება მიიპყრო.
თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი ფეხბურთელის გადაბირებას იუვენტუსი აქტიურად ცდილობს.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინულმა კლუბმა კონკურენციის დასაძლევად პირველი ნაბიჯი გადადგა და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ბიანკონერი ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და სტოუნსის მაღალი დონის გამოცდილებას პრიორიტეტულად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მცველის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები (არსენალი და ჩელსი) და მილანის ინტერიც იჩენენ, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად ცდილობს შეთანხმების მიღწევას.
სტოუნსის მოთხოვნამ განსაკუთრებით აიწია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მან ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, მიუხედავად სიტის რიგებში მცირე სათამაშო პრაქტიკისა, შესანიშნავად ითამაშა.