ნაპოლიმ 2026/27 წლების სეზონის ახალი გასვლითი ფორმა წარადგინა, რომელიც ნეაპოლსა და არგენტინას შორის არსებულ განსაკუთრებულ და ურყევ კავშირს ეძღვნება.
აღნიშნული ისტორიული კავშირი განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც კლუბში ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა.
სიმბოლურია, რომ ახალი ფორმის სარეკლამო კამპანია სწორედ ბუენოს-აირესის ქუჩებში გადაიღეს, სადაც უამრავ ადგილობრივს ფესვები იტალიასა და ნეაპოლში აქვს.

ფორმა შესრულებულია თეთრ ფერში და თხელი ღია ცისფერი ზოლები გასდევს. საყელოს უკანა მხარეს დატანილია წარწერა Partenopei, ხოლო კლუბის ემბლემის უკან ნეაპოლის ყურის ამოზნექილი კონტურებია გამოსახული.

სერია ა-ს კლუბებში არგენტინული თემატიკა ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. ჯენოვასა და ტორინოს მსგავსი დიზაინები უკვე ჰქონდათ წარმოდგენილი.