იუვენტუსის მოუგებელი სერია ძალიან გაგრძელდა.
იგორ ტუდორის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან გამართული მატჩი 0:1 დათმო და მოუგებელი სერია 7 მატჩამდე გააგრძელა - 5 ფრე, 2 მარცხი.
უკანასკნელად ასეთ ხანგრძლივი მოუგებელი სერია გუნდს 2009 წლის გაზაფხულზე ჰქონდა, როცა გუნდს კლაუდიო რანიერი წვრთნიდა - სეზონის ბოლოს, მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
26 ოქტომბერს იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში სტუმრად ლაციოს დაუპირისპირდება.