UFC 250-ზე ჯასტინ გეიჯისთან განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ილია თოფურიას მოწინააღმდეგეები სრულად გააქტიურდნენ.
ელ მატადორმა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო, როდესაც მისმა კუთხემ ბოლო რაუნდის წინ ბრძოლა შეაჩერა. ამ ფაქტმა რამდენიმე ცნობილ მებრძოლს საბაბი მისცა, რომ ქართველი სპორტსმენი სკამზე დანებებაში დაედანაშაულებინათ.
ტერენს კროუფორდისა და ჯეიკ პოლის რეაქცია
ბოქსის ახლახან გადამდგარმა ლეგენდამ, ტერენს კროუფორდმა, რომელსაც თოფურიასთან მანამდეც ჰქონდა დაპირისპირება სოციალურ ქსელში, ძველი წყენა გაახსენა: „ეს ის ტიპია, რომელიც ამბობდა, მე და შაკურს ერთად დაგვანოკაუტებდა და გვცემდაო?“.
ხმამაღალი განცხადებით გამოირჩა ჯეიკ პოლიც, რომელმაც ჯასტინ გეიჯი შეაქო, თოფურიას კი ლაჩარი უწოდა: „მიდი ამერიკა, ჯასტინ გეიჯი ნამდვილი მხაცია. ილია კი ნამდვილი ნაგავია, რადგან სკამზე დანებდა. ამ პატარა ბიჭთან სპარინგიც კი არ ღირს“.
ცარუკიანის ახალი მეტსახელი თოფურიას
ამ სიტუაციით ყველაზე მეტად მსუბუქი წონის პირველმა ნომერმა, არმან ცარუკიანმა იხეირა. იგი მანამდე თოფურიას მომავალ მეტოქედ მოიაზრებოდა, თუმცა ამ მარცხის შემდეგ ეს ორთაბრძოლა დღის წესრიგიდან მოიხსნა. სომეხმა მებრძოლმა ილიას დაცინვა მოკლე კომენტარით გადაწყვიტა და მას ახალი, დამამცირებელი მეტსახელი უწოდა: „ილია „ნო მას“ (მორჩა, აღარ შემიძლია) თოფურია“.
აზრები გულშემატკივრებშიც გაიყო. სოციალურ ქსელში ნაწილი წერდა, რომ ილია თავად არ დანებებულა და ეს გადაწყვეტილება მისმა კუთხემ მიიღო, ხოლო ნაწილი დარწმუნებულია, რომ კამერების გათიშვამდე თოფურიამ თავად თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი.