UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის მოახლოვებულ მეორე დაპირისპირებაზე ისაურბა, რომელიც 8 ივნისის დილას გაიმართება.
„ვერ წარმომიდგენია, როგორ აპირებს ო'მალი დვალიშვილის საკუთარი თავისგან მოშორებით დაჭერას. თუმცა, მომეწონა შონის სოციალური ქსელებიდან წასვლის და მოწევაზე თავის დანებების გადაწყვეტილება, ის მეტ დროს ვარჯიშს უთმობს.
წინა ბრძოლაში შონი ვერ ჭიდაობდა. წარმოიდგინეთ, ჭიდაობა არ გაქვს სათანადო, შენი მეტოქე კი მერაბია, რომელიც უბრალოდ ცხოველია - არ იღლება და მთელი ბრძოლის განმავლობაში წინ მიიწევს." - აღნიშნა ჯო როგანმა.
შეგახსენებთ, რომ ეს დვალიშვილის და ო'მალის მეორე დაპირისპირებაა, პირველი 2024 წლის სექტემბერში გაიმართა და ქართველის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც იმ ბრძოლაში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.