მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა, ქართველის თითის ტრავმაზე ისაუბრა.
„მერაბს ტრავმების სურათების დადებით ხალხის გაღიზიანება უყვარს. თუმცა, ის არასდროს არ აქვეყნებს რაიმე ისეთს, რამაც შესაძლოა ბრძოლიდან მის ჩახსნაზე იქონიოს გავლენა.
მოტეხილი თითი არაფერია იმასთან შედარებით, რა ტრავმებიც მას მანამდე ჰქონია. იყო გატეხილი ნეკნი, დაზიანებული ზურგი. თუმცა, ეს ბიჭი ოქტაგონზე გადის და თავის საქმეს აკეთებს.
თუ გინდათ, რომ მერაბი ბრძოლაზე არ დაუშვათ, მაშინ მისი მოკვლა მოგიწევთ." - აღნიშნა ჯონ ვუდმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და შონ ო'მალის მეორე დაპირისპირება 8 ივნისის დილას ქალაქ ნიუიარკში გაიმართება.