UFC-ის მებრძოლმა, შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან საჩმეპიონო რემატჩის წინ ჯიმ რომთან ინტერვიუში ცხოვრების სტილის შეცვლაზე ისაუბრა.
"ბევრი რამე არ არის, რაზეც შეიძლება თქვა, რომ ცხოვრების შემცვლელია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ასეთი სოციალური მედიისგან მოშორებაა. ის კვლავ აქტიურია, კონტენტს ისევ ვაკეთებთ და გუნდი მყავს, რომელიც ამას აგვარებს, მაგრამ მე მობილურს, ინსტაგრამს, სნაპჩატს, ტვიტერს და ვირტუალურ რეალობას ყოველდღიურად მოვშორდა, ამან კი ჩემი ცხოვრება პოზიტიურად შეცვალა. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამას დავუბრუნდე.
ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მერაბის დამარცხება შეევძლო. ეს ჩემი გონების სიმშვიდისთვის გავაკეთე. შფოთვა არასდროს მქონია, რაღაც დონის შფოთვა ყველას აქვს, მაგრამ სოც. მედიისგან მოშორებამ ეს მთლიანად გააქრო. ვგრძნობ, რომ ეს ამად ღირდა.
მგონი წელს არ მომიწევია. მარიხუანას მოწევისთვის თავი სამუდამოდ არ დამინებებია. ამისგან სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ეს შფოთვას მიძლიერებს, რაც არ მსურს. არ ვიცი, ეს სოც. მედიისა და მოწევის აღრევა იყო თუ არა, მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი ამბობდა: "მოდი შევისვენოთ. სოც. მედიას შევეშვით, ამას შევეშვით, იმას შევეშვით, მოდი, ამისგანაც შევისვენოთ." და ესეც კარგი გრძნობაა."
ო'მალიმ მერაბთან თავის შანსებზეც გააკეთა კომენტარი.
"ვიცი, რომ მერაბის დამარცხება შემიძლია. მისი დანოკაუტება შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გათიშვა შემიძლია. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ხუთრაუნდიან ბრძოლაშიც შემიძლია მოგება. არის შანსი, რომ ის გავთიშო, მაგრამ 25-წუთიანი ბრძოლისთვისაც მზად ვარ." - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.
მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის დაპირისპირება 8 ივნისს, UFC 316-ზე შედგება.