უიმბლდონის 1/4 ფინალური დაპირისპირების წინ ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ალექს დე მინორი ტურნირს ჩაეხსნა.
ავსტრალიელმა ტრავა მიიღო, რის გამოც თამაში ვეღარ მოახერხა და ამის გამო შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.
ჯოკოვიჩი კი ავტომატურად უიმბლდონის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იტალიელ ლორენცო მუსეტისა და ამერიკელ ტეილორ ფრიცს შორის გამარჯვებული იქნება.
გრანდ სლემზე პირველი 1/2 ფინალური წყვილი უკვე გარკვეულია - კარლოს ალკარასი დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.
ვიდეო: უიმბლდონის პირველი 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია
უიმბლდონი 14 ივლისს დასრულდება. არის შანსი, რომ წელს შარშანდელი ფინალი განმეორდეს და გადამწყვეტ მატჩში კვლავ კარლოს ალკარასი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ვიხილოთ.