სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაიწყო.
პირველი ვარჯიშის შემდეგ მომდევნო მატჩებისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.
"ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან". - კაკაბაძის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქე ალბანეთი იქნება.
ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები