ვანკუვერში კანადის ნაკრები შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები პლეი-ოფში მაინც გავიდნენ, დაცვაში დაშვებულმა ორმა შეცდომამ მათთვის საშინაო კედლებში ასპარეზობა დაასრულა - 1/16 ფინალისთვის გუნდი აშშ-ში გადაინაცვლებს.
პრომის დევიდი: კანადელთა 2-მეტრიანმა ფორვარდმა მოედანზე შესვლიდან პირველივე შეხებით გაიტანა და ძირითადში ადგილისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთა.
იოჰან მანზამბი: შვეიცარიის 20 წლის ვარსკვლავბიჭუნამ გოლითა და საგოლე გადაცემით მატჩის ბედი გადაწყვიტა.
დისკვალიფიკაციები: კანადისთვის ერთადერთი პლუსი ისაა, რომ ყვითელ ბარათებზე მყოფმა მცველებმა თამაში სუფთად ჩაამთავრეს და მომდევნო მატჩს არავინ გამოტოვებს.
ალფონსო დევისის საგონებელი: კაპიტანმა მოთელვაც კი ვერ შეძლო, რაც მის მზადყოფნაზე ეჭვებს აჩენს. ფრეს შემთხვევაში გუნდს 7 დღე ექნებოდა დასასვენებლად, ახლა კი აღდგენისთვის მხოლოდ 3 დღე აქვთ.