პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კარატეს საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.
16-წლამდელთა კატეგორიაში, ქართული ფინალი შედგა - გიორგი წილოსანმა ოთარ შაინიძე დაამარცხა, შესაბამისად, თავად ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო შაინიძე - ვერცხლისას.
Kokoro Cup Juniors-ზე 400 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.