დავიდ დე ხეამ მადრიდის რეალში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.
ესპანელი 2015 წელს რეალში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა კლუბებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტრანსფერის ბოლომდე ჩახურვა ვერ მოახერხეს - გავრცელებული ინფორმაციით, იუნაიტედმა რეალს საბუთები ძველი ფორმატით გაუგზავნა, რამაც ფეხბურთელის დარეგისტრირება დააგვიანა.
„რეალში ჩაშლილი ტრანსფერი? კარიერის დასრულების შემდეგ, ვილაპარაკებ იმაზე, რეალურად რა მოხდა.
საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა და ვფიქრობ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
მე კი მანჩესტერში დავრჩი და ბედნიერიც ვიყავი." - აღნიშნა ფიორენტინას ესპანელმა მეკარემ.