კარვახალმა ლონდონში გამოკვლევა ჩაიტარა — რეალის კაპიტანი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
მადრიდის რეალის მცველი, დანი კარვახალი გასულ კვირას ლონდონში გაემგზავრა, რათა სპეციალიზებულ კლინიკაში მუხლი გამოეკვლია, — იუწყება As.
მადრიდელთა კაპიტანმა, რომელმაც 2024 წელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები, გვერდითი კოლატერალური იოგები და მუხლქვეშა მყესი გაიწყვიტა, თამაში 2025 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. ამის მიზეზი მუხლის ფინჯანში არსებული „თავისუფალი სხეული“ გახდა, რაც მას დიდ პრობლემებს უქმნიდა.
დიდი ეპოქა სრულდება?! — დანი კარვახალი რეალში სათადარიგო სკამს ვერ ეგუება
თუმცა, რეალის სამედიცინო პერსონალისთვის წარდგენილი დასკვნის თანახმად, ამჟამად პრობლემა მოგვარებულია. კარვახალი ინგლისში ანტონიო რუდიგერის თანხლებით ჩავიდა, რომელიც ამ კლინიკას ჩელსიში თამაშის პერიოდიდან იცნობდა და თავადაც ისარგებლა გამოკვლევის შესაძლებლობით.
დანის ყველა ეჭვი „მორყეულ სახსართან“ დაკავშირებით, რაც რეალში დიდ შეშფოთებას იწვევდა, გაიფანტა. სერიოზული პრობლემა არ აღმოჩენილა, ამიტომ სამედიცინო ჩვენებების მიხედვით, ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.