VIDEO: ლამაზი გოლი და ასისტი - ჟორჟის მაგარი მატჩი ესპანიოლთან
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძემ, ლა ლიგის 23-ე ტურში, ესპანიოლთან მაგარი მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე მოქმედება მიითვალა.
ვილიარეალის ქართველმა შემტევმა შეხვედრაში ანგარიში ნახევარბრუნში ეფექტური დარტყმით გახსნა, ბოლო გოლისას კი საგოლე პასი შეასრულა. მისმა გუნდმა 4:1 მოიგო.
ჟორჟმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 6 გოლი და 4 ასისტი.
22 თამაშის შედეგად, ვილიარეალს 45 ქულა აქვს, ატლეტიკოს გაუთანაბრდა და ოთხეულში ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. თანაც, კონკურენტებზე 1-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
ქართველის გუნდი მომდევნო ტურში, 14 თებერვალს, მე-11 ადგილოსან მადრიდულ ხეტაფეს სტუმრად ეთამაშება.