იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ძიუდოს ჭაბუკთა ევროპის თასზე, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
-70 კგ. წონით კატეგორიაში, ელენე კურდღელიამ ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყო, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და ფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჩეხ ვანესა კარაფოვას რთულად, დამატებით დროში გაფრთხილებებით, აჯობა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
თინათინ გულბანი (-63 კგ.) ფინალურ შეხვედრაში ფრანგ გრეის-დივინ კიტუტელესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო სოფიო თათრიშვილმა (-57 კგ.) ჩვენს გუნდს ბრინჯაოს მედალი შეჰმატა.