ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ სარეიტინგო სერიის ტურნირზე, გიორგი მელიამ საპრიზო ადგილი დაიკავა.
97 კგ. წონით კატეგორიაში, მელია 1/8 ფინალში დამარცხდა, რეპეშაჟში კი ზედიზედ ორ მეტოქეს აჯობა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მეორე მედალია - დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ.) და ნიკა ბროლაძემ (72 კგ.) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.