VIDEO: მე-11 საგოლე მოქმედება სეზონში - კიტეიშვილის შტურმი ლიდერებს 1 ქულამდე მიუახლოვდა
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთარ კიტეიშვილის შტურმმა, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში, საკუთარ მოედანზე რიდთან უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ლიდერებს 1 ქულამდე მიუახლოვდა.
კიტეიშვილმა სრულად ითამაშა და ერთადერთი გოლისას საგოლე გადაცემა შეასრულა - მისი პასის შემდეგ, ჯეიკობ ჰოდლმა შორიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო.
გრაცელთა ქართველი ნახევარმცველისთვის მიმდინარე ბუნდესლიგაში მე-11 საგოლე მოქმედებაა - 8 გოლი და 3 ასისტი. აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა სიის ლიდერ ელიას ჰაველს 2 გოლით ჩამორჩება.
შტურმის კიდევ ერთმა ქართველმა, გიზი მამაგეიშვილმა 76-ე წუთიდან ითამაშა.
18 ტურის შემდეგ, გრაცულმა კლუბმა 31 ქულა მოაგროვა, რითაც ლიდერებს - ზალცბურგსა და ლასკ-ს 1-1 ქულით ჩამორჩება.
ქართველების გუნდი მომდევნო ტურში, 14 თებერვალს, მე-10 ადგილოსან ტიროლს სტუმრად შეხვდება.