VIDEO: აქტიური იყო - გულიაშვილის რასინგმა მოიგო და ლა ლიგა 2-ის ლიდერია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი გულიაშვილმა რასინგ სანტანდერის მაისურით კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა მირანდესს შინ 1:0 მოუგო.
ქართველი შემტევი სანტანდერელთა ძირითადში იყო და 88-ე წუთამდე ითამაშა. - ბურთს 13-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა და მათგან 2-ჯერ ზუსტად, 3-დან 1 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო მოედნის ორთაბრძოლებიდან 2-დან ორივეჯერ გამარჯვებული გამოვიდა.
გულიაშვილმა რასინგის რიგებში მე-4 შეხვედრა გამართა - 3 ჩემპიონატში და ერთიც - თასზე, ბარსელონასთან.
25 ტურის შემდეგ, გიორგის გუნდს 47 ქულა აქვს, ლა ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია და უმაღლესში დაწინაურებისთვის ბრძოლას აგრძელებს - პირდაპირ 2 გუნდი ადის, მე-3 ადგილოსანთან სხვაობა 4 ქულაა.
რასინგი მომდევნო ტურში, 15 თებერვალს, მე-14 ადგილოსან ეიბარს სტუმრად დაუპირისპირდება.