• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კათედრალი და თხა: კიოლნელთა სიმბოლოს ისტორია
ფეხბურთიფეხბურთი

კათედრალი და თხა: კიოლნელთა სიმბოლოს ისტორია

13 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ყველას გეხსომებათ საკულტო ფილმის, „მეფე კონგის“ ფინალური ეპიზოდი - კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი სცენა, რომელშიც გიგანტური პრიმატი ნიუ-იორკის ცათამბჯენ „ემპაირ სტეიტ ბილდინგზე“ ადის, თვითმფრინავების ავიაიერიშებს იგერიებს, თუმცა საბოლოოდ მაინც იღუპება... საფეხბურთო კლუბ „კიოლნის“ ლოგო სწორედ ხსენებული ფანტასტიკური ფილმის სცენას მოგაგონებთ: გიგანტური თხა, რომელიც კიოლნის საკათედრო ტაძარს ებჯინება.


გოთიკური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილია. სიმაღლით მსოფლიოში მე-3 ყველაზე მაღალ ტაძარს ყოველწლიურად ექვს მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მონუმენტიდან 7 კილომეტრში კი კლუბის სტადიონი „მიუნგერსდორფერი“ იგივე „რაინენერგი შტადიონი“ მდებარეობს.


ფეხბურთის გუნდის ლოგოს რომ დავუბრუნდეთ, თვალსაჩინო ტაძრის სიმბოლოდ გამოსახვა ცხადია, ლოგიკურია, მაგრამ რა შუაშია თხა? ამის ასახსნელად კი 1950 წლის თებერვალში უნდა ვიმოგზაუროთ - ორი წლის შემდეგ მას მერე, რაც ორი კლუბი, Kölner BC 1901 და SpVgg Sülz 1907 გაერთიანდნენ. 



იმხანად საფეხბურთო კლუბს მოგზაური ცირკი ესტუმრა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, პრაღიდან ნოიშტადტში მოგზაურობისას, უპატრონო თხა და მისი თიკანი იპოვა. იმ წლის საკარნავალო ზეიმების ფარგლებში, ცირკის დირექტორმა კაროლა უილიამსმა ფეხბურთის გუნდს უკვე ზრდასრული თხა იღბალის სიმბოლოდ აჩუქა. „კიოლნმა“ იგი თილისმად აირჩია და მას შემდეგ ეს შინაური ცხოველი კლუბის სიმბოლო გახდა, გუნდს კი მეტსახელი „თხები“ (Die Geißböck) ეწოდა.


სხვათა შორის, ამ ამბიდან კლუბს 20 წელზე მეტი დასჭირდა საკუთარ ემბლემაზე თხის გამოსასახავად. იქამდე ლოგოს დიზაინი წრეში ჩახატულ კიოლნის ტაძრის სილუეტსა და ზედ დატანილ დიაგონალურ ლენტს წარმოადგენდა კლუბის სახელწოდებით. წითელი, შავი და თეთრი ფერები კი პირდაპირ ქალაქის დროშიდან იყო აღებული, რაც გუნდის ფორმაზეც აისახებოდა.



1973 წელს „კიოლნმა“ განახლების საჭიროება იგრძნო. გუნდის იდენტობად ქცეული და უკვე კარგად ნაცნობი სიმბოლოს გამო გადაწყდა, რომ ლოგოზე თხა დაემატებინათ. მიუხედავად კიოლნის საკათედრო ტაძრის სიმაღლისა (157 მ), იგი ახალ ლოგოზე გამოსახული თხის ნახევარი გამოჩნდა.


ახალი ლოგო კლუბის წარმატებულ პერიოდს დაემთხვა. მომდევნო ხუთ წელში „თხები“ სამჯერ გავიდნენ გერმანიის თასის ფინალში, რომელთაგან ორი (1977 და 1978 წელს) მათი გამარჯვებით დასრულდა. გარდა ამისა, 1978 წელს ბომბარდირი დიტერ მიულერის, კაპიტანი ჰაინც ფლოეს, ჰერბერტ ნოიმანის, ბელგიელი როგერ ვან გოლისა და მეკარე ჰარალდ „ტონი“ შუმახერის წყალობით, „კიოლნმა“ მესამედ და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის ტიტული, რაც ლეგენდარული მწვრთნელის, ჰენეს ვაისვაილერის ხელმძღვანელობით შესრულდა.



ჰენეს ვაისვაილერი მხოლოდ ტიტულებით არ შესულა „კიოლნის“ ისტორიაში: სწორედ მისი სახელი უწოდა კლუბმა თილისმა თხას და ამგვარადაც უკვდავყო იგი. 



თხა 2014 წლის აგვისტოდან კიოლნის ზოოპარკის სპეციალურ ვოლიერში ცხოვრობს, სადაც გულშემატკივრებს მისი მონახულება შეუძლიათ. შიგნით განთავსებულია ე.წ. HennesCam, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ საყვარელი კლუბის სიმბოლოს ყოველდღიურ ცხოვრებას. „კიოლნის“ მატჩის დღეებში ჰენესი მოედანს სტუმრობს და როგორც წესი, თამაშის დაწყებამდე და შესვენების შემდეგაც აღლუმზე გამოდის პუბლიკისთვის სანახავად. დღევანდელი თილისმა ჰენეს IX-ის სახელს ატარებს, რომელმაც წინამორბედი ჰენეს VIII მოხუცებულობის გამო შეცვალა.



დღესდღეობით საფეხბურთო და სპორტული კლუბების უმრავლესობას ჰყავს თილისმა, თუმცა ისინი ხშირად ადამიანზე მორგებულ კოსტიუმს წარმოადგენენ. „კიოლნი“ კი იმ იშვიათთაგანია, რომლისთვისაც რეალური ცხოველი იდენტობის მატარებელია. გერმანული ე.წ. იო-იო საფეხბურთო კლუბისთვის თილისმად და სიმბოლოდ ქცეული თხა ხომ მშობლიური ქალაქის გოთიკური საკათედრო ტაძრის მსგავსად განუყოფელი ისტორიაა. 

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

გერმანია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საფრანგეთი და გერმანია მუნდიალის ერთობლივ მასპინძლობას განიხილავენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფრანგეთი და გერმანია მუნდიალის ერთობლივ მასპინძლობას განიხილავენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ვნახე, როგორ ექცეოდით ნაგელსმანს" - კლოპის პირველი პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ვნახე, როგორ ექცეოდით ნაგელსმანს" - კლოპის პირველი პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპმა გერმანიის ნაკრებში ერა გადადგომის მუქარით დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპმა გერმანიის ნაკრებში ერა გადადგომის მუქარით დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპის გერმანული რევოლუცია: ნაკრების მხსნელი თუ მხოლოდ დროებითი გამოსავალი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპის გერმანული რევოლუცია: ნაკრების მხსნელი თუ მხოლოდ დროებითი გამოსავალი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 ივლ, 2026

საფრანგეთი და გერმანია მუნდიალის ერთობლივ მასპინძლობას განიხილავენ

News image

24 ივლ, 2026

,,ვნახე, როგორ ექცეოდით ნაგელსმანს" - კლოპის პირველი პრესკონფერენცია

News image

24 ივლ, 2026

კლოპმა გერმანიის ნაკრებში ერა გადადგომის მუქარით დაიწყო

News image

24 ივლ, 2026

კლოპის გერმანული რევოლუცია: ნაკრების მხსნელი თუ მხოლოდ დროებითი გამოსავალი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

5

Милена

5

Милена