მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ედინსონ კავანიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.
თავდამსხმელს ურუგვაის ნაკრებში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, მას შემდეგ კი 136 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 58 გოლია. ის ამ მონაცემებით ნაკრების ისტორიაში მესამეა ჩატარებული მატჩებით, ხოლო მეორე გატანილი გოლებით.
კავანი ურუგვაისთან ერთად 2011 წლის კოპა ამერიკას ჩემპიონია.
37 წლის მოთამაშე 100%-ით საკლუბო ფეხბურთსა და ბოკა ხუნიორსზე აპირებს კონცენტრაციას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები