ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

კეინმა ლევანდოვსკის ისტორიულ რეკორდს დაუმიზნა
ფეხბურთიფეხბურთი

კეინმა ლევანდოვსკის ისტორიულ რეკორდს დაუმიზნა

18 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუნხენ ბაიერნის ვარსკვლავმა, ჰარი კეინმა, ბუნდესლიგის სხვა გუნდები გააფრთხილა და განაცხადა, რომ მისი მიზანი რობერტ ლევანდოვსკის ისტორიული რეკორდის დამხობაა.


ბაიერნის მიერ მორიგი საჩემპიონო ტიტულის აღნიშვნის დროს, ინგლისის ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, რომ პოლონელი ფორვარდის მიღწევის გაუმჯობესება სრულიად რეალურია.

ლევანდოვსკიმ 2020-21 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 41 გოლი გაიტანა, რაც დღემდე აბსოლუტური რეკორდია. კეინმა, რომელმაც კიოლნთან მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მიუნხენის მერიის აივნიდან გულშემატკივრებს საკუთარი ამბიციები გაუზიარა:

ეს ჩემი მთავარი მიზანია! ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი ბევრი თამაშის ჩატარებასა და ფორმის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. ვეცდები, მომავალ სეზონშიც ზუსტად ასე გავაგრძელო. ამ რეკორდის მოხსნა შეუძლებელი ნამდვილად არ არის


ამისთვის 32 წლის კეინს 34-მატჩიან სეზონში მინიმუმ 42 გოლის გატანა დასჭირდება. მიუნხენში გატარებულ სამ სეზონში მან ორჯერ უკვე მოახერხა 36 გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირზე ერთად გატანილი გოლების რაოდენობით კეინმა ლევანდოვსკის უკვე გადაასწრო, მიმდინარე სეზონში მან 58 გოლი მოაგროვა, მაშინ როცა პოლონელის საუკეთესო მაჩვენებელი 55 გოლი იყო.

მოედნის მიღმა კეინი კლუბთან კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებას ითხოვს და ფინანსურ პირობებში გუნდის კიდევ ერთი ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას ასტრონომიულ ხელფასთან გათანაბრებას გეგმავს. თუმცა, ინდივიდუალურ მიღწევებზე მეტად კეინს გუნდური ტიტულები აინტერესებს, 23 მაისს ბაიერნი გერმანიის თასის ფინალში შტუტგარტს დაუპირისპირდება და კეინს ოქროს დუბლის შესრულება, მომავალ სეზონში კი ვინსენტ კომპანის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ბუნდესლიგა
ჰარი კეინი
ლევანდოვსკი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

08 ივნ, 2026

ოქროს ბურთი თუ მორიგი წარუმატებლობა?

News image

08 ივნ, 2026

ბაიერნმა რეალის გრანდიოზული ტრანსფერი დაბლოკა

News image

9 სთ წინ

გადამწყვეტი დღე - რეალი და ოლისე

News image

6 სთ წინ

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ოქროს ბურთი თუ მორიგი წარუმატებლობა?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ოქროს ბურთი თუ მორიგი წარუმატებლობა?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბაიერნმა რეალის გრანდიოზული ტრანსფერი დაბლოკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნმა რეალის გრანდიოზული ტრანსფერი დაბლოკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი დღე - რეალი და ოლისე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი დღე - რეალი და ოლისე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი