სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში ნაპოლი კალიარის ესტუმრა და მეტოქე 0-4 გაანადგურა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია.
შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. ჯოვანი დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მასპინძელთა მცველს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, რის შემდეგაც მეკარემ თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა. ნაპოლიმ პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
66-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ხვიჩა კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა, რითიც ქართველმა ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. აქედან 4 წუთში კი ხვიჩამ ბელგიელს ვალი დაუბრუნა და ამჯერად თავად მიითვალა საგოლე გადაცემა, ნაპოლის ახალწვეულმა კი ანგარიში 0-3 გახადა.
მატჩს წერტილი 93-ე წუთზე პარტენოპეის კიდევ ერთმა ახალწვეულმა ალესანდრო ბონჯორნომ დაუსვა. ნაპოლის 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
ხვიჩა კვარაცხელიამ კალიარისთან შეხვედრაში მოედანზე 74 წუთი გაატარა, რა დროშიც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა Whoscored-ისგან 8.8 შეფასება დაიმსახურა, რითიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ვებ-გვერდის ვერსიით რომელუ ლუკაკუს შეფასება 8.5 იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები