ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსნობის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მარიამ მურღვლიანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
86 კგ. წონით კატეგორიაში, მურღვლიანმა ატაცში 111 კგ. დასძლია, რითაც მე-2 შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გარდა ამისა, ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 131 კგ. დააფიქსირა, რაც მეოთხე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 242 კილოგრამით კი ასევე მე-4 ადგილზე გავიდა და მედლამდე ცოტა დააკლდა.
ცნობისთვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა (71 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ნანა ხორავა (77 კგ.) ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსნობა - ნანა ხორავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა