სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას პოლონეთის ქალაქ პოზნანში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მზადების შესახებ კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
"განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და კარგი მომზადების დამსახურებაა.
აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია გავაგრძელოთ. განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სექტემბერში გვქონდა.
ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც უკრაინასთან თამაშს დაესწრება. ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. ქართველ გულშემატკივარს უკვე აქვს იმის სურვილი, რომ გასვლით მატჩებზე იყვნენ ჩვენთან ერთად. გაკვირვებულები და ძალიან გახარებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ამდენი ქართველი გულშემატკივარი გვეყოლება სტადიონზე". - კიტეიშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
ოქტომბერში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები