გრაცის შტურმის ქართველი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი 20 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშებს. რეინჯერსთან, ევროპა ლიგის მატჩში, ძირითად შემადგენლობაშია.
კიტეს 30 აგვისტოს შემდეგ მხოლოდ 31 წუთი აქვს ნათამაშები - 20 სექტემბერს, როცა ზალცბურგთან ცვლილებაზე გამოვიდა. მას შემდეგ შტურმმა კიდევ ორი შეხვედრა გამართა - 24 რიცხვში მიდტიულანდთან ევროპა ლიგაზე და 28 რიცხვში ჰარტბერგთან ბუნდესლიგაში.
შტურმი და რეინჯერსი ევროპა ლიგის მე-2 ტურის მატჩში ავსტრიაში ხვდებიან. 1-ელ ტურში ორივე გუნდს წაგებული აქვს.