ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში გრაცის შტურმი რიდს ესტუმრა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მოედანზე 87 წუთი გაატარა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-13 წუთზე გახსნეს, თუმცა შტურმმა თამაშის მოტრიალება პირველივე ტაიმში შეძლო.
მე-16 წუთზე ანგარიში ქართველმა ნახევარმცველმა გაათანაბრა, 31-ე წუთზე ჯონსტონმა გაიყვანა წინ გუნდი, 44-ე წუთზე კი კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და გრაცელებს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა.
მეორე ტაიმში გოლი არ გასულა და შტურმმა მატჩი 1-3 მოიგო, რითიც 6 ქულა დააგროვა.
ოთარ კიტეიშვილის ბუნდესლიგის 3 ტურში უკვე 4 გოლი დაუგროვდა. ოთარმა ლასკთან და რაპიდთან მოახერხა თავის გამოჩენა, რიდთან კი თავის მონაგარს კიდევ 2 გოლი დაამატა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შტურმის ქართველმა ლიდერმა 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დასახელდა.