დღეს, გრაცის შტურმი დანიისკენ გაემგზავრა, სადაც ხვალ მათი პირველი მატჩი გაიმართება ევროპა ლიგაზე მიდტიულანდთან.
თვითმფრინავში ასვლამდე, მთავარ მწვრთნელ იურგენ ზოიმელს ცუდი ამბავი შეატყობინეს - მას ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე დააკლდება.
ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ბარძაყის ტრავმის შემდეგ დაბრუნება მხოლოდ გასულ უქმეებზე ზალცბურგთან (2:0) მოგებული მატჩის ბოლო ნახევარ საათში შეძლო, გუნდთან ერთად ვერ გაფრინდა. გამთამაშებელი პირადი მიზეზების გამო სამშობლოში - საქართველოში - დაბრუნდა.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, დანიელებთან ათიანის პოზიციაზე კვლავ ტომი ჰორვატი ითამაშებს.
მთავარი მწვრთნელი იურგენ ზოიმელი: „ცხოვრებაში ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. ასეთი შემადგენლობით თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან მწარეა ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად გუნდი დანიაში ოთარისთვის ითამაშებს.“