სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
11 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ბარსელონამ ოსასუნა დაამარცხა.
შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გაიმართა და კატალონიური კლუბის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
59-ე წუთზე ილკაი გიუნდოგანის პასით, რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა ანგარიშის გახსნა, 90+3-ზე კი ლამინ იამალს ჟოაო ფელიქსმა გაატანინა. საბოლოოდ, ბარსამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შარშან მოგებული ტიტულის დაცვას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ბარსელონას მეტოქე მადრიდის რეალი იქნება, რომელმაც გუშინ თანაქალაქელ ატლეტიკოს მძიმე ბრძოლაში 5:3 მოუგო.
ფინალური მატჩი 14 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
ანალოგიური შეხვედრა შარშანდელი სუპერთასის ფინალშიც ვიხილეთ და მაშინ, ბარსელონამ დამაჯერებელი გამარჯვება 3:1 მოიპოვა.
კომენტარები