მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს მე-19 ტურში მილანმა სტუმრად კომოს მოუგო.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და როსონერის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მე-60 წუტზე დიაოს გოლით ფაბრეგასის გუნდი დაწინაურდა, თუმცა 71-ზე ტეო ერნანდესმა და 76-ზე რაფა ლეაუმ თავიანთი გოლებით მილანს გამარჯვება მოუტანეს.
აღნიშნული მოგება სერჟიო კონსეისაოსთვის სერია ა-ში პირველი გამოდგა - აქამდე გამართულ ერთადერთ მატჩში მილანი კალიარის დაუზავდა (1:1).
ამრიგად, კონსეისაუმ სუპერთასის ჩათვლით მილანის სათავეში მე-3 მატჩი მოიგო და სამივე მათგანში თამაშის მიმდინარეობისას მარცხდებოდა.
მილანმა 31 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, კომო კი 19 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან 1 ქულაში იმყოფება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები