ტონი კროოსმა, ჯუდ ბელინგემის მადრიდის რეალის ყოფილმა თანაგუნდელმა, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს შორის მომხდარ უთანხმოებაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
კროოსმა აღნიშნა, რომ მწვრთნელს აქვს სრული უფლება, საჯაროდ გააკრიტიკოს გუნდის თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანამდე ფეხბურთელების მენტალიტეტიც დადებითად შეაფასა.
გერმანელი ლეგენდის თქმით, ტუხელის შეფასება ინგლისის ნაკრების ცუდი თამაშის შესახებ აბსოლუტურად სამართლიანი იყო.
კროოსმა ასევე გააკრიტიკა ინტერვიუერი, რომელმაც ტუხელის კომენტარები ბელინგემს არასწორი ტონით მიაწოდა, რამაც ფეხბურთელის ემოციური რეაქცია გამოიწვია.
ამასთან, კროოსმა თანაგრძნობა გამოხატა ბელინგემის მიმართ მაიამის რთული კლიმატური პირობების გამო, სადაც 120-წუთიანი დაძაბული მატჩის შემდეგ მოთამაშეებს ყველაზე ნაკლებად სურთ იმის მოსმენა, რომ ცუდად ითამაშეს, მით უმეტეს, როდესაც მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ტონი კროოსი დარწმუნებულია, რომ გუნდში არსებული შიდა ურთიერთობები ჯანსაღია და ფეხბურთელები ტუხელის მუშაობით კმაყოფილები არიან.