ტიბო კურტუამ ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შესახებ ისაუბრა.
ბელგიელმა მეკარემ, რომელმაც ჩელსიში მასთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო, მწვრთნელის მოთხოვნები დადებითად შეაფასა.
კურტუამ განაცხადა:
მოურინიო ისეთი მწვრთნელია, რომელიც ბევრს ითხოვს. ის დიდ ყურადღებას აქცევს დისციპლინას. მისთვის გუნდის ინტერესები მოთამაშეთა ინტერესებზე წინ დგას. ეს ის მნიშვნელოვანი რამეებია, რომლებიც გამარჯვებისთვის გვჭირდება.
მეკარემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსწონს მოურინიოს გულწრფელობა და მიიჩნევს, რომ მისი გამოცდილება და გუნდის ერთობლივი მუშაობა სამეფო კლუბს წარმატებას მოუტანს.