მსოფლიო ჩემპიონატზე სუპერ ნახევარფინალი მივიღეთ.
მეორე 1/4 ფინალში ესპანეთმა ბელგიას მძიმე ბრძოლაში 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრები ელოდება.
მატჩში ანგარიში ფაბიან რუისმა 30-ე წუთზე გახსნა, რომელიც სასტარტოში მოულოდნელად, პედრის ნაცვლად გამოჩნდა და მწვრთნელის ნდობა გაამართლა. თუმცა, 41-ე წუთზე ბელგიელებმა წონასწორობა შარლ დე კეტელარეს გოლით აღადგინეს.
მეორე ნახევარში მატჩი ესპანეთის დომინაციით მიმდინარეობდა, თუმცა ფურია როხას ყველა მცდელობას ტიბო კურტუა იგერიებდა იქამდე, სანამ ტრავმას მიიღებდა და 71-ე წუთზე შესაცვლელი არ გახდა.
მის ნაცვლად შემოსულმა სენე ლამენსმა კი, რომელსაც მუნდიალზე დებიუტი ჰქონდა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა - შორეული დარტყმა ახლოს მოიგერია და დამატებაზე ყველას ცვლილებაზე რამდენიმე წუთით ადრე შემოსულმა მიკელ მერინომ დაასწრო, რომელმაც ესპანეთს ზედიზედ მეორე მატჩი მოაგებინა.
არსენალის ნახევარმცველმა 1/8 ფინალში ჯერ პორტუგალიას გაუტანა ცვლილებაზე შემოსულმა გამარჯვების გოლი, ახლა კი იგივე ბელგიასთან გაიმეორა.
ამ გამარჯვებით ესპანეთი 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა მუნდიალის 1/2 ფინალში, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 ივლისს გაიმართება.