პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის 34-ე ტურში პარიზულ დერბიში პარიზთან 2-1 დამარცხდა.
ლუის ენრიკეს გუნდი ძირითადად მატჩის მართვაზე და ძალების გადანაწილებაზე იყო ორიენტირებული, რამაც საბოლოო შედეგზეც მოახდინა გავლენა.
შეხვედრაში ანგარიში ბრედლი ბარკოლამ ფაბიან რუისის საგოლე გადაცემით გახსნა, თუმცა წაგების გამო იგი მაინც ცუდად შეაფასეს. პსჟ-ს რიგებში საუკეთესო კვლავ მარკინიოსი იყო, რომელმაც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ეპიზოდში გადაარჩინა გუნდი, მეკარე მატვეი საფონოვმაც გოლების მიუხედავად გუნდი არაერთხელ იხსნა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას საკმაოდ პასიური მატჩი ჰქონდა და 4 ქულით შეფასდა.
ქართველი ვინგერი აქტიურობას და სიმწვავის შეტანას კი ცდილობდა, დაცვასაც ეხმარებოდა, თუმცა მისი ჩვეული პროდუქტიულობა მოედანზე არ გამოჩენილა, რის გამოც მწვრთნელმა ის 58-ე წუთზე იბრაჰიმ მბაიეთი შეცვალა.
ამავე წუთზე დატოვა მოედანი ბარკოლამაც, ხოლო უსმან დემბელე ტრავმის თუ ტაქტიკური ჩანაფიქრის გამო პირველივე ტაიმში, 27-ე წუთზე გონსალო რამოსით ჩაანაცვლეს.
ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მან შეგნებულად მიმართა როტაციას, რათა ფეხბურთელებისთვის სათამაშო დრო მიეცა და ლიდერები დაესვენებინა.