არსენალს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც ბუდაპეშტში პსჟ-ს წინააღმდეგ უნდა გამართოს, მარჯვენა მცველის პოზიციაზე სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა.
ბენ უაითი სეზონის ბოლომდე ტრავმირებულია, იურიენ ტიმბერის თამაში კი კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით არსენალის სასტარტო შემადგენლობაში ესპანელი კრისტიან მოსკერა გამოჩნდება, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება მოუწევს. ქართველი ფეხბურთელის სისწრაფე, ბურთის კონტროლი და დრიბლინგი ნებისმიერი მცველისთვის ნამდვილი კოშმარია, განსაკუთრებით კი ერთზე ერთზე თამაშისას.
ანალიტიკოსების აზრით, კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველს პირველ რიგში სისწრაფე და კარგი მანევრირება სჭირდება, რადგან მიმართულების ნელი შეცვლის შემთხვევაში ქართველი ვარსკვლავი მეტოქეს მარტივად ანადგურებს.
არსენალის ფანებისთვის იმედისმომცემი უნდა იყოს თავად მოსკერას შეფასება, სადაც მან საკუთარ თავს ერთი სიტყვით მოქნილი უწოდა.
წინა სეზონში ტიმბერმა სწორედ თავისი მოქნილობის წყალობით შეძლო ხვიჩას განეიტრალება.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებს უაითის ან ტიმბერის იმედი უფრო ექნებოდათ, მოსკერამ გუნდში მოსვლის დღიდან დაამტკიცა, რომ არის მშვიდი, საიმედო და ასაკთან შედარებით ბევრად მომწიფებული მცველი, რომელსაც ბუდაპეშტში კვარაცხელიას შეჩერება ძალუძს.