პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია!
საჩემპიონი მატჩში პარიზელებმა სტუმრად ლანსი 2:0 ხვიჩა კვარაცხელიას და მბაიეს გოლებით დაამარცხეს და მთავარი კონკურენტისთვის მიუღწევლები გახდნენ.
VIDEO: კვარაცხელიას გოლი ლანსთან საჩემპიონო მატჩში
33 ტურის შემდეგ პსჟ-ს ანგარიშზე 76 ქულაა და გუნდი მეორეადგილოსან ლანსს 9 ქულით უსწრებს.
ეს პსჟ-ს ზედიზედ მეხუთე და ისტორიაში მე-14 ჩემპიონობაა, რითაც კლუბმა საფრანგეთში ტიტულებით პირველი ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცა.
კვარასთვის კი ეს მესამე შიდა ჩემპიონობაა ნაპოლისთან 2022/23 და პსჟ-სთან 2024/25 სეზონში მოგებული ჩემპიონატების შემდეგ.