• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
10 მატჩი სეზონის ბოლომდე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
ფეხბურთიფეხბურთი

10 მატჩი სეზონის ბოლომდე, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

13 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2025/26 წლების სეზონი კულმინაციას მიუახლოვდა. მაისის ბოლომდე გულშემატკივრებს არაერთი საინტერესო დაპირისპირება გველის - ევროტურნირებისა და ქვეყნის თასების ფინალები, საჩემპიონო თუ გასავარდნ-დასარჩენი მატჩები. დღევანდელ ბლოგში 10 ყველაზე საინტერესო მათგანს გამოვარჩევთ.


სანამ ათეულზე გადავალთ, იმ გამორჩეულ მატჩებსაც ვახსენებ, რომლებიც ჩვენ ათეულს მიღმა დარჩა, მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. 


ლივერპული - ასტონ ვილა. 15 მაისი. 23:00

შტუტგარტი - აინტრახტი. 16 მაისი. 17:30.

ვოლფსბურგი - სანკტ პაული. 16 მაისი. 17:30.

საფრანგეთის თასის ფინალი. ნიცა - ლანსი. 22 მაისი. 23:00


10. ტორინო v იუვენტუსი


დერბი დელა მოლე - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტორინო სთედიუმს ეწვევა. მატჩი 24 მაისს, 17:00 გაიმართება.



9. ბაიერნი v შტუტგარტი


დოიჩ პოკალის ფინალში მიუნხენის ბაიერნი შტუტგარტს დაუპირისპირდება. ჰარი კეინი კარიერაში მე-4 ტიტულის მოგებას 23 მაისს, 22:00 შეეცდება.



8. ჰალ სიტი v საუთჰემპტონი


22 მაისს, 23:00, ჰალ სიტი და სოტონი პრემიერ ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთმანეთს უემბლიზე დაუპირისპირდებიან.



7. ჩელსი v სიტი 


პრემიერ ლიგის საგზურამდე უემბლიზე ასოციაციის თასი გათამაშდება. ჩელსი მანჩესტერ სიტის 16 მაისს, 18:00 დაუპირისპირდება.



6. კრისტალ პალასი v  რაიო ვალეკანო


ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სამი დღით ადრე კრისტალ პალასი და რაიო ვალეკანო ერთმანეთს კონფერენს ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 27 მაისს, 23:00 გაიმართება.



5. სიტი v ბორნმუთი


პრემიერ ლიგის თასისთვის ბრძოლაში გვარდიოლას გუნდს წინ კიდევ ერთი რთული გამოცდა ელის. 19 მაისს ქალაქელები ბორნმუთს დაუპირისპირდებიან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.



4. ფრაიბურგი v ასტონ ვილა 


20 მაისს, 23:00, სტამბულში ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება. ბირმინგემული კლუბი 2002 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება. ფრაიბურგს კი ისტორიაში პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს, თუ 70-იან წლებში ორჯერ მოგებულ სამხრეთ ბადენის რეგიონალურ თასსა და მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონობებს არ ჩავთვლით. 




3. კრისტალ პალასი v არსენალი


ლონდონის არსენალი 22 წლიანი ლოდინის დასრულების მოლოდინშია. მეთოფეები პრემიერ ლიგის ბოლო ტურში სელჰარსტ პარკს ეწვევიან და უდიდესი ალბათობით, გამარჯვების შემთხვევაში ნანატრ თასს აღმართავენ. საჩემპიონო შეხვედრა 24 მაისს, 19:00 გაიმართება.



2. სელტიკი v ჰართსი


შოტლანდია 41 წლიანი გლაზგოური დომინაციის დასრულების მოლოდინშია - პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი ჰართსი და სელტიკი ერთმანეთს ბოლო ტურში სელტიკ პარკზე დაუპირისპირდებიან. პოტენციური საჩემპიონო მატჩი 16 მაისს, 15:30 გაიმართება.



იხილეთ ვრცლად: 41-წლიანი გლაზგოური დომინაციის დასასრული? - სიგიჟე შოტლანდიურად


1. პსჟ v არსენალი 


საკლუბო სეზონს, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი დააგვირგვინებს. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს პუშკაშ არენაზე დაუპირისპირდება. ბუდაპეშტში გასამართი ფინალური მატჩი 30 მაისს, 20:00 გაიმართება.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
ასტონ ვილა
ბაიერნი
ბორნმუთი
სელტიკი
ჩელსი
მან სიტი
ფრაიბურგი
ჰალ სიტი
იუვენტუსი
კრისტალ პალასი
პსჟ
რაიო ვალეკანო
საუთჰემპტონი
შტუტგარტი
ტორინო
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,მინდა, მკაფიოდ ვთქვა..." - გვარდიოლამ სიტის გულშემატკივრებს მიმართა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მინდა, მკაფიოდ ვთქვა..." - გვარდიოლამ სიტის გულშემატკივრებს მიმართა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეძლებს თუ არა საქართველო ბუდაპეშტში წარმატების მიღწევას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეძლებს თუ არა საქართველო ბუდაპეშტში წარმატების მიღწევას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი ახალ ფაზაში გადადის! - სიტის გენერალური სპონსორი პრემიერ ლიგას სასამართლოში უჩივის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი ახალ ფაზაში გადადის! - სიტის გენერალური სპონსორი პრემიერ ლიგას სასამართლოში უჩივის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დამთხვევა და მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რომლებიც გუნდებს აერთიანებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დამთხვევა და მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რომლებიც გუნდებს აერთიანებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 სთ წინ

,,მინდა, მკაფიოდ ვთქვა..." - გვარდიოლამ სიტის გულშემატკივრებს მიმართა

News image

23 სთ წინ

შეძლებს თუ არა საქართველო ბუდაპეშტში წარმატების მიღწევას?

News image

16 სთ წინ

სკანდალი ახალ ფაზაში გადადის! - სიტის გენერალური სპონსორი პრემიერ ლიგას სასამართლოში უჩივის

News image

4 სთ წინ

დამთხვევა და მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რომლებიც გუნდებს აერთიანებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება