ატალანტასთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, გამარჯვება გვინდოდა. ჩემი გოლი? ასტონ ვილასთან გატანილი გოლი მირჩევნია. ჩემმა თანაგუნდელებმაც ძალიან ლამაზი გოლები გაიტანეს. დღეს გუნდი ძალიან ძლიერი იყო. როგორ ვგრძნობ თავს? სამედიცინო შტაბმა მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა.
მგონია, დღეს ჩვენი დღე იყო. ძალიან მიხარია, რომ გუნდმა ასე დამაჯერებლად მოიგო. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ და ძალიან კარგადაც გამოვიჩინეთ თავი, რაც მნიშვნელოვანია.
ყველა მატჩი გვეხმარება მომდევნო თამაშისთვის მზადებაში, ვიცით, რომ ჩვენი შემდეგი მეტოქე მარსელია, ამიტომ ძალიან კარგად ვემზადებით. ვიცით, რას ნიშნავს ეს შეხვედრა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ძალიან კარგად მოვემზადოთ." - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
კვარაცხელია ატალანტასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
VIDEO: კვარას შედევრით დაწყებული ჩემპიონთა ლიგა - პსჟ-მ ატალანტა გაანადგურა