სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონის ოლიმპიკის კაპიტანმა ალექსანდრ ლაკაზეტმა მის ახალ თანაგუნდელ გიორგი მიქაუტაძეზე კომენტარი გააკეთა.
"აშკარაა, რომ სეზონის განმავლობაში ერთად ვითამაშებთ, შეიძლება შაბათსაც კი. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. გიორგი ხარისხიანი მოთამაშეა, რომელმაც ამის დემონსტრაცია ევროზე და გასულ სეზონში უკვე მოახდინა. იმედია, ბევრ გოლს გავიტანთ და გუნდს დავეხმარებით." - განაცხადმა ფრანგმა თავდამსხმელმა.
ლაკაზეტი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საფრანგეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა და სწორედ ამის გამო ლიონს გვიან შეუერთდა.
ფრანგი თავდამსხმელი ლიონის აღზრდილია და 2010-დან 2017 წლამდე ოლიმპიკის მთავარი გუნდის ღირსებას იცავდა, შემდეგ ის არსენალში გადავიდა, სადაც 5 წელი დაჰყო, შემდეგ კი 2022 წელს ისევ ლიონში დაბრუნდა და დღეს გუნდის კაპიტანია.
ლაკაზეტი და მიქაუტაძე ამ სეზონში მეტოქე გუნდებს ერთად შეუტევენ.
ყველა იყიდება - ლიონი ფულს აგროვებს
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები