ფროზინონესა და საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევი სერია ა-ს სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ პირველ 5 მატჩში მან 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო იტალიის თასის ჩათვლით მის ანგარიშზე უკვე 4 გოლი და 2 ასისტია.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქართველს საერთო ფესვები და დინამო ბათუმი აერთიანებს, იტალიური მედია მკითხველს მოუწოდებს, რომ კვერნაძეს ახალი კვარაცხელია აღარ უწოდონ.
პორტალი Virgilio Sport აღნიშნავს:
ფეხბურთის სამყაროში შედარებები გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოადგენ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო არენაზე დიდი ხანი არაა, რაც გამოჩნდა, მაგრამ უკვე ამაყობს თავისი სუპერვარსკვლავით. გიორგი კვერნაძეს ეს ძალიან კარგად ესმის.
სამი წლის წინ, როდესაც იტალიაში ჩამოვიდა, მას მაშინვე მიაწებეს იარლიყი “ახალი კვარაცხელია”, თუმცა, ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის გზის გავლა, რომელიც დღეს ოქროს ბურთის კანდიდატია, იოლი არ აღმოჩნდა.
გამოცემის შეფასებით, მსგავსმა შედარებებმა ახალგაზრდა ფეხბურთელს თავიდან ადაპტაცია გაურთულა, ახლა კი ის საკუთარ უნიკალურ გზას იკვლევს, იტალიაში დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს და მისით უკვე ნაპოლიც ინტერესდება.