ლამინ იამალმა სელტასთან მატჩში ტრავმა მიიღო.
ესპანეთის ნაკრების შემტევმა დაზიანება პირველ ტაიმში, პენალტის შესრულების მომენტში მიიღო, როცა როგორც იწერება, ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
ამ ეტაპზე 18 წლის შემტევის დაზიანება უცნობია, მისი ტრავმის სიმძიმეს უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმება დაადგენს.
თუმცა, დღეის მდგომარეობით მისი მონაწილეობა მოახლოვებულ ელ კლასიკოში ეჭვქვეშ დგას. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
ლა ლიგის და ამ სეზონის ბოლო ელ კლასიკო კამპ ნოუზე 10 მაისს გაიმართება.